|
|
|
ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტიურ, მშვენიერ ქალბატონებს, ცისო ჩხეიძესა და ინგა მებონიას!
ფონდი „სოხუმის" კოლექტივი უერთდება თქვენს სიხარულს და მთელი გულით გილოცავთ პროფესიულ წარმატებას: აჭარაში წლის საუკეთესო რადიოპროდიუსერისა და რადიოჟურნალისტის ნომინაციის მოპოვებას.
თქვენი აქტიურობა, ლიდერული უნარ-ჩვევები, ადამიანებთან ურთიერთობის გამორჩეული ნიჭი ყოველთვის იძლეოდა იმის საბაბს, რომ ეს თვისებები არ დარჩებოდა შეუმჩნეველი.
ჩათვალეთ, რომ მუდამ თქვენს გვერდითა ვარ, თქვენი წარმატების გულშემატკივარნი. დაე, ეს ჯილდო გახდეს სასტარტო საფეხური თქვენს კარიერაში და სხვა უფრო დიდი წარმატების დასაწყისი.
პროფესიონალიზმი, ქალური ალღო, პიროვნული ხიბლი და სხვა ბევრი თვისებები, რომლითაც ასე უხვად დაგაჯილდოვათ ბუნებამ, სხვა მიმართულებითაც გაგეშალოთ და თქვენი სიტყვა გეთქვათ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეში. ფონდი „სოხუმი" კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდე... ვრცლად >>>
კატეგორია: მიმართვები და ღია წერილები |
ნანახია: 318 |
დაამატა: tea |
თარიღი: 19.01.2010
| კომენტარი (4)
|
|
ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები კლუბის მუშაობის სტრატეგიულ გეგმას გაეცვნენ. შემუშავდა წინადადებები და რეკომენდაციები, რა კუთხით უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რა საკითხებია მათთვის პრიორიტეტული.
კლუბის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კლუბმა აქტიური მუშაობა უნდა წარმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კანდიდატ ქალთა მხარდასაჭერად და არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ასევე აღინიშნა, ... ვრცლად >>>
|
|
საზოგადოების ინფორმირება კვლევის - „დიალოგის პროცესი უსაფრთხოების გარანტიებზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის კონტექსტში" - გარშემო" - პროექტის ფარგლებში ფონდი „სოხუმის" თანამშრომლებისათვის ვორკ-შოპი გაიმართა.
შეხვედრის მოდერატორმა ალუ გამახარიამ მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია ქართველი და აფხაზი ექსპერტების კვლევებზე, რომელშიც საუბარია ომის განუახლებლობისა და უსაფრთხოების გარანტიების ხელშეკრულების მნიშვ... ვრცლად >>>
|
|
ფონდი "სოხუმის” წარმომადგენლების იანვრის თვის შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიების მზადების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და საარჩევნო სიებში მეტი ქალის ჩართულობის პროპაგანდას.
მორიგი შეხვედრა ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ბათუმის ორგანიზაციაში. პარტიის ლიდერმა, მურმან დუმბაძემ ისაუბრა ადგილობრივ დონეზე მათი პარტიის წევრი ქალების პოლიტიკურ აქტიურობაზე და სამომავლო გეგმებზე არჩევნებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.
... ვრცლად >>>
|
|
დეკემბრის თვეში, ქუთაისის, წყალტუბოსა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში 68 დევნილმა ქალმა და 20 მოზარდმა მიიღო ფსიქოლოგის კონსულტაციები. საუბარი იყო იმ როლებზე, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ ცხოვრებაში როგორც მშობლები, მოსწავლეები, სტუდენტები, ჩვეულებრივი მოქალაქეები. რამდენად კეთილსინდისიერად ვასრულებთ ამ როლებს და როგორ... ვრცლად >>>
|
|
ფონდი „სოხუმის" იურისტმა დეკემბრის თვეში სამი შეხვედრა მოაწყო ხონის, ქუთაისის, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრებში მონაწილეობდნენ დევნილი ქალები სხვადასხვა კოლექტიური ცენტრებიდან, სტუდენტები, სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები. როგორც იურისტი აღნიშნავს, მონაწილეებს ძირითადად განსახლებასთან დაკავშირებული საკითხები... ვრცლად >>>
|
|
ძებნა |
|---|
კალენდარი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჩვენი დონორები |
|---|
|
ჩვენი პარტნიორები
|
საფეხურები |
|---|
შესვლის ფორმა |
|---|